დიმიტრი პესკოვი – აშშ-თან კონტაქტები გრძელდება – კმაყოფილები ვართ იმით, თუ რამდენად პრაგმატულად, კონსტრუქციულად და ეფექტურად ვითარდება დიალოგი

აშშ-თან კონტაქტები გრძელდება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„სწორედ ამ კონტაქტების მეშვეობით გუშინ სწრაფად შეთანხმება შევძელით სა და უკრაინის ობიექტების სიაზე, რომლებიც ენერგოსისტემებზე თავდასხმების დროებით მორატორიუმს ექვემდებარება“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, მოსკოვი ვაშინგტონთან არსებული პრაგმატული და კონსტრუქციული კონტაქტებით კმაყოფილია.
„კმაყოფილები ვართ იმით, თუ რამდენად პრაგმატულად, კონსტრუქციულად და ეფექტურად ვითარდება დიალოგი“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, გუშინ კრემლმა საუდის არაბეთში -ის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა. კრემლმა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტამდე სანქციების ნაწილის მოხსნა მოითხოვა და იმ ობიექტების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ენერგოსისტემებზე თავდასხმების დროებით მორატორიუმს ექვემდებარება. კრემლის განცხადების თანახმად, მორატორიუმი 18 მარტიდან 30 დღის განმავლობაში მოქმედებს და სიაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები; ნავთობის მილსადენები, გაზსადენები და ნავთობის საცავები; ელექტროსადგურები და ქვესადგურები; ატომური ელექტროსადგურები და ჰიდროელექტრო კაშხლები შედის.