დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა მინიმუმ, 6-7 საათს გაგრძელდება

კრემლის ინფორმაციით, ალასკაში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მინიმუმ, 6-7 საათს გაგრძელდება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, თავიდან საუბარი ერთი-ერთზე ფორმატში შედგება, თანაშემწეების მონაწილეობით, შემდეგ კი მოლაპარაკებები გაგრძელდება დელეგაციების შემადგენლობით, სამუშაო ლანჩის ფორმატში, ამის შემდეგ კი ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ცნობისთვის, ტრამპმა 14 აგვისტოს განაცხადა, რომ პუტინთან მისი შეხვედრა თუ ცუდად წარიმართება, ის ძალიან სწრაფად დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…