დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა იგეგმება

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრა იგეგმება.
„ნამდვილად, ასეთი კონტაქტები იგეგმება. რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის მეგობრული ურთიერთობების მაღალი დონის გათვალისწინებით მათი მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის გაგება არსებობს, მაგრამ თარიღის დაზუსტება ჯერჯერობით ნაადრევად მიგვაჩნია“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს ჩინეთში ვიზიტი შესაძლოა, უმაღლეს დონეზე მომავალი კონტაქტებისთვის მზადებად ჩაითვალოს.
ცნობისთვის, გასულ თვეში, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს მაისში შეხვდება.