დიმიტრი მედვედევი – სპეციალური სამხედრო ოპერაცია უნდა წავიდეს ხარკოვამდე, კიევამდე, ოდესამდე და მის ფარგლებს გარეთ

სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ ახლა ღია ექსტრატერიტორიული ხასიათი უნდა შეიძინოს და სხვა საკითხებთან ერთად, ს აღებას უნდა მოიცავდეს, – ამის შესახებ ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.
„ამიერიდან, სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ ღია ექსტრატერიტორიული ხასიათი უნდა შეიძინოს. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ჩვენი ოფიციალური ტერიტორიების დაბრუნების და ნაცისტების დასჯის ოპერაცია. შესაძლებელი და აუცილებელია ჯერ კიდევ არსებული უკრაინის მიწებისკენ წასვლა. ოდესაში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, ნიკოლაევში, კიევში და მის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნა მედვედევმა.
მისი მტკიცებით, „უკრაინის რაიხის გარკვეული აღიარებული საზღვრების თვალსაზრისით“ შეზღუდვები არ უნდა არსებობდეს და უფრო მეტიც, ახლა, ეს უნდა განიხილებოდეს ღიად, უხერხულობისა და დიპლომატიური რევერანსების გარეშე.
„ბანდერელების“ ტერორისტულმა ოპერაციამ ამ თემიდან ყოველგვარი ტაბუ უნდა მოხსნას. დაე, ეს ყველამ გაიგოს, მათ შორის ინგლისელმა ნაძირლებმაც: შევჩერდებით მხოლოდ მაშინ, როცა ამას ჩვენთვის მისაღები და მომგებიანი მივიჩნევთ“, – აღნიშნა მედვედევმა.