დიმიტრი მედვედევი – რუსეთის შესახებ ტრამპის კომენტარები აჩვენებს, რომ ალტერნატიულ რეალობაში მოხვდა – სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში მწვანე პიანისტს კაპიტულაციაზე ხელმოწერას შესთავაზებს, ან მარსზე გაფრინდება მასკთან ერთად

რუსეთის შესახებ ს კომენტარები აჩვენებს, რომ -ის პრეზიდენტი ალტერნატიულ რეალობაში მოხვდა, – ამის შესახებ ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„ტრამპი კვლავ ალტერნატიულ რეალობაში მოხვდა და ცარიელი პოლიტიკური განცხადებები გაავრცელა თემაზე, თუ „რამდენად სუსტია რუსეთი“. მან სა და პარიზის კლოუნებთან შეხვედრის შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ყველაფერია, მათ შორის, კიევის საბოლოო გამარჯვება, ძველ საზღვრებში დაბრუნება, რუსეთის ჩამოშლილი საომარი ეკონომიკა, ბენზინზე რიგები და ასევე, ისიც, რომ რუსეთი „ქაღალდის ვეფხვია“. რეალურად კი ყველაფერი სხვაგვარად არის“, – განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, „ეჭვი არ ეპარება, რომ ტრამპი მობრუნდება, რადგან ის ყოველთვის უკან ბრუნდება“.
„სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ის მწვანე პიანისტს [] კაპიტულაციაზე ხელმოწერას შესთავაზებს. ან შეიძლება მარსზე გაფრინდეს მასკთან ერთად, რომელსაც აპატია. ან შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი რამ გააკეთოს, რაც მას ნობელის პრემიის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. მთავარია რაც შეიძლება ხშირად შეიცვალო შენი პოზიცია სხვადასხვა საკითხზე და ყველაფერი კარგად იქნება. სწორედ ეს წარმოადგენს სოციალური ქსელების მეშვეობით წარმატებული სახელმწიფო მმართველობის არსს“, – აღნიშნა მედვედევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციული ბიურო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და დეზინფორმაციაა – თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე