დიმიტრი მედვედევი – როგორც ჩანს, სულელ ევროპელ მმართველებს ევროპაში ომი მაინც სურთ – ში ევროპულ ან ნატო-ს ჯარებს არ დათანხმდება

რუსეთი ში ევროპულ ან ნატო-ს ჯარებს არ დათანხმდება, – ამის შესახებ ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.
„როგორც ჩანს, სულელ ევროპელ მმართველებს ევროპაში ომი მაინც სურთ. ეს ათასჯერ ითქვა: რუსეთი უკრაინაში ევროპულ ან ნატო-ს ჯარებს არ დათანხმდება, მაგრამ მიკრონი [მაკრონი] ამ საბრალო სისულელეებს კვლავ ავრცელებს. აბა, მოდით. ამას მიიღებთ“, – წერს მედვედევი X-ზე.
მედვედევმა სოციალურ ქსელში ვიდეო გააზიარა, სადაც გუშინ, ლვოვის ოლქზე „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული თავდასხმის კადრები ჩანს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების წინააღმდეგ გუშინდელი მასშტაბური დარტყმის დროს „ორეშნიკის“ ტიპის რაკეტები გამოიყენა.