დიმიტრი მედვედევი – ომის მოყვარულმა „მსურველთა კოალიციამ“ ტრამპის დამარცხება ვერ შეძლო – საკითხავია, რა სიმღერას შეასრულებს კიეველი კლოუნი უკან, სამშობლოში, გარანტიებისა და ტერიტორიების შესახებ, როცა კვლავ მწვანე სამხედრო ფორმაში გამოეწყობა

საკითხავია, რა სიმღერას შეასრულებს კიეველი კლოუნი უკან სამშობლოში გარანტიებისა და ტერიტორიების შესახებ, როცა კვლავ მწვანე სამხედრო ფორმაში გამოეწყობა, – ასე ეხმაურება ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი თეთრ სახლში, -ის პრეზიდენტის, სა და ევროპელი ლიდერების შეხვედრას.
დიმიტრი მედვედევის განცხადებით, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტი, და ევროპელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „მადლობას უხდიდნენ და ემლიქვნელებოდნენ“.
„ანტირუსულმა ომის მოყვარულმა „მსურველთა კოალიციამ“ პრეზიდენტ ტრამპის საკუთარ მოედანზე დამარცხება ვერ შეძლო. საკითხავია, რა სიმღერას შეასრულებს კიეველი კლოუნი უკან სამშობლოში გარანტიებისა და ტერიტორიების შესახებ, როცა კვლავ მწვანე სამხედრო ფორმაში გამოეწყობა“, – წერს მედვედევი X-ზე.