დიმიტრი მედვედევი – მერცი გებელსივით ტყუის – ფრიც, ცუდად იწყებ და იმედი მაქვს, ასევე დაასრულებ!

მერცი გებელსივით ტყუის და ცუდად იწყებს, – ამის შესახებ ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს.
„მომავალმა კანცლერმა მერცმა აგრესიულ ომზე ისაუბრა, რომელსაც ყოველდღიურად აწარმოებს ევროპაში, ხანძრების, დაკვეთით მკვლელობების, ვანდალიზმისა და დეზინფორმაციის სახით. ჯერ ერთი დღეც არ უმუშავია და უკვე გებელსივით ტყუის“, – წერს მედვედევი.
მისი თქმით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ცუდად იწყებს.
„მერც, სწორედ ასეთი ომი აწარმოა თქვენმა ნაცისტურმა ქვეყანამ ჩვენს წინააღმდეგ 1941-1945 წლებში. ვიცით, როგორი გამარჯვებით დასრულდა ეს. ფრიც, ცუდად იწყებ და იმედი მაქვს, ასევე დაასრულებ!“ – აღნიშნა მედვედევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მივიღეთ უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით – 2026 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება