დიმიტრი მედვედევი – ევროპა ყველა საშუალებით უნდა დაისაჯოს

ევროპა ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით უნდა დაისაჯოს: პოლიტიკური, ეკონომიკური და ყველა სახის ჰიბრიდული საშუალებით, – ამის შესახებ ს უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
„ევროპა უნდა დაისაჯოს ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით: პოლიტიკური, ეკონომიკური და ყველა სახის ჰიბრიდული საშუალებით და ამიტომ ხელი უნდა შევუწყოთ ნებისმიერ დესტრუქციულ პროცესს ევროპაში. გაუმარჯოს აგრესიულ მეამბოხეებს მის ისტორიულ ქუჩებზე! დიდება მიგრანტთა ბრბოებს, რომლებიც სიძულვილით ანადგურებენ ნათელ ევროპულ ღირებულებებს! დაე, გაქრეს ევროპელი ბიუროკრატების ყველა ამაზრზენი სახე მომავალი სამოქალაქო შეტაკებების ნაკადში!“ – წერს მედვედევი.
მისი განმარტებით, მისი ამ მკაცრი მიდგომის მიზეზი ის გახდა, რომ ნორვეგიის დროშის ქვეშ მცურავმა ხომალდმა Oslo Carrier 3-მა უარი განაცხადა თავის ბორტზე მიეღო ხომალდ Ursa Major-ის რუსი მეზღვაურები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში იხრჩობოდნენ.