დიმიტრი მედვედევი – ბრიუსელი რუსეთის ნამდვილი მტერია – ევროკავშირი ჩვენთვის არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ნატო

ბრიუსელი დღეს ს რეალური მტერია, ევროკავშირი ჩვენთვის არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
მისი მტკიცებით, რუსოფობიური ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ შურისძიებაზე ოცნებობს. მედვედევის თქმით, ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად ევროკავშირი თვითკმარ სამხედრო ბლოკად გარდაიქმნება, რომლის მიზანს ასევე წარმოადგენს ნეონაცისტური ს რეჟიმი იმ დონეზე შეაიარაღოს, რომ ის უვნებელი გახდეს.
„ბრიუსელი დღეს რუსეთის ნამდვილი მტერია. ასეთი დამახინჯებული ფორმით, ევროკავშირი ჩვენთვის არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი“, – წერს მედვედევი.