დიმიტრი მედვედევი – არავინ იცის, რას გულისხმობდა ტრამპი, როდესაც „ბირთვული გამოცდის“ შესახებ საუბრობდა, ალბათ, არც თავად იცის, მაგრამ ის -ის პრეზიდენტია და მსგავსი სიტყვების შედეგები გარდაუვალია

არავინ იცის, რას გულისხმობდა ტრამპი, როდესაც „ბირთვული გამოცდის“ შესახებ საუბრობდა – ალბათ, არც თავად იცის, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, -ის პრეზიდენტის სიტყვების სიტყვებზე შედეგები გარდაუვალია და იძულებული გახდება, თავად შეაფასოს ბირთვული გამოცდების ჩატარების მიზანშეწონილობა.
„არავინ იცის, რას გულისხმობდა ტრამპი, როდესაც „ბირთვული გამოცდის“ შესახებ საუბრობდა. (ალბათ, არც თავად იცის). მაგრამ, ის აშშ-ის პრეზიდენტია და მსგავსი სიტყვების შედეგები გარდაუვალია: იძულებული იქნება, რომ სრულმასშტაბიანი ბირთვული გამოცდების ჩატარების მიზანშეწონილობა თავად შეაფასოს“, – წერს მედვედევი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, ბირთვული იარაღის გამოცდის განახლების შესახებ, „სერიოზული საკითხი“ უწოდა.
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უწყებებს ბირთვული იარაღის გამოცდების შესაძლო დაწყების შესახებ წინადადებების მომზადება დაავალა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?