დიმიტრი ლუბინეცი – უკრაინის მშვიდობის სამიტის დასკვნით კომუნიკეს ხელი 80-მა სახელმწიფომ მოაწერა

უკრაინის მშვიდობის სამიტის დასკვნით კომუნიკეს ხელი 80-მა სახელმწიფომ და 4-მა ორგანიზაციამ მოაწერა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი, დიმიტრი ლუბინეცი ავრცელებს.
კომუნიკეს რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის საუდის არაბეთმა, ინდოეთმა, ტაილანდმა, მექსიკამ, სამხრეთ აფრიკამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი არ მოაწერეს. თავი შეიკავა სომხეთმა, ასევე, ბრაზილიამ და ვატიკანმა, რომლებიც შვეიცარიაში დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებოდნენ.
კომუნიკე მშვიდობის სამიტზე განხილულ სამ ძირითად თემას მოიცავს – ჰუმანიტარულ, ბირთვულ და სურსათის უსაფრთხოების საკითხებს.
ასევე, გლობალური სამიტის ერთობლივი კომუნიკე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს.