დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულზე გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები განაგრძობენ მუშაობას. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }