დიდ დიღომში, მირიან მეფის №77-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე მოეწყო

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქ. №77-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე მოეწყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების პირველ ეტაპზე, ხუთი ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა და ტერიტორია გაფართოვდა.
პროექტის ფარგლებში, 2 300 კვ. მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყო საბავშვო გასართობი და სავარჯიშო სივრცე.
დასკვნით ეტაპზე, ტერიტორია გამწვანდა, 1 200 კვ.მ ფართობზე დაირგო რულონური ბალახი და 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 555 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები შპს „ლაგომ“ შეასრულა.
დასრულებულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ადგილზე გაეცნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერზე – „პერსონა ნონ გრატადაა“ გამოცხადებული, რადგან გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან – დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს

TI, ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ანტიკორუფციულმა “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნო – Netgazeti • ანტიკორუფციული ბიურო • ეკა გიგაური • რაჟდენ კუპრაშვილი • Netgazeti.ge