დიდ ბრიტანეთში მატარებელში დანით თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

დიდ ბრიტანეთში დანით თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, თავდასხმა კემბრიჯშირში, მატარებელში მოხდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, მათგან ცხრა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ორი ეჭვმიტანილი დააკავა.
ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, „თავდასხმის გარემოებებისა და მოტივაციის დასადგენად“ გამოძიება კონტრტერორისტულ სამსახურთან ერთად მიმდინარეობს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მომხდარს „ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტი“ უწოდა.
„მატარებელში, ჰანტინგდონის მახლობლად მომხდარი საშინელი ინციდენტი ღრმად შემაშფოთებელია“, – დაწერა სტარმერმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ძაგნიძე: ხმის უფლება რომ წაგვართვით ემიგრანტებს, მუნჯებიც გგონივართ. 9 ოქტომბერს კორძი ნიუ იორკის Sony Hall-ში დადგება სცენაზე და იცით რამდენი ვართ, ვინც ომახიანად ვუმღერებთ ჩვენს სამშობლო მხარეს?!