დიდ ბრიტანეთს, ჰუსიტებზე დარტყმის გარდა, არჩევანი არ ჰქონდა – კემერონი

დიდ ბრიტანეთს, ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განხორციელების გარდა, “სხვა არჩევანი არ ჰქონდა”, – ამბობს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი დევიდ კემერონი და ბრიტანეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯების მიზეზად წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმებს ასახელებს.
კემერონის თქმითვე, ვიდრე ბრიტანეთი შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით წარმოებულ ოპერაციას შეუერთდებოდა, ჰუსიტთა დაჯგუფება გააფრთხილა, თუმცა მან ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა.
საერთაშორისო საზოგადოება ჰუსიტებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს წითელ ზღვაში საერთაშორისო ნაოსნობაზე თავდასხმები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან, მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად

მარტო იმაზეა საუბარი, რომ მე მოვიყვან 100 ათას კაცს რუსთაველზე, 200 ათასიც ყოფილა რუსთაველზე და მის გარშემო, მაგრამ, ასე რევოლუცია არ ხდება – მე ვერ მივიღე სარწმუნო ახსნა იმისა, რატომ უნდა დავარქვა რევოლუცია