გამგეობა და თბილისის მერია უზრუნველყოფს ადამიანების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი ჩხარტიშვილმა სამტრედიას ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
“ სავარაუდოდ, არის გაზით აფეთქება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, არ არის მსხვერპლი. ჩვენ ჩართულები ვართ, გამგეობა და თბილისის მერია უზრუნველყოფს ამ ადამიანების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანარჩენს დაველოდებით. ჩვენ ვარაუდობთ, რომ არის გაზით აფეთქება”, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.
თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპსუსის პირველ სართულზე აფეთქება გვიან ღამით მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
