დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სასკოლო გუნდებს შორის ფრენბურთის ამხანაგური ტურნირი ჩატარდა

დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სასკოლო გუნდებს შორის ფრენბურთის ამხანაგური ტურნირი ჩატარდა
ტურნირი ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში დიდუბის რაიონის სკოლების მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა თექვსმეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ტურნირის გამარჯვებული, გოგონებშიც და ვაჟებშიც, 155-ე სკოლა გახდა. შეჯიბრების მიმდინარეობისას, ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები და ბომბარდირები.
გამარჯვებულები დიდუბის რაიონის გამგებელმა დავით გელოვანმა, თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარმა დეპუტატმა შოთა ქევხიშვილმა და საკრებულოს დეპუტატმა ნოდარ ბოკერიამ თასებით, მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი პატარიძე: პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა