დიდუბის რაიონის გამგეობა, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, ამორტიზებული ლიფტების ჩანაცვლებას განაგრძობს

დიდუბის რაიონის გამგეობა, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, ამორტიზებული ლიფტების ჩანაცვლებას განაგრძობს.
ამ დროისთვის, აღნიშნული პროექტი დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის 25-ე ბ კორპუსში ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, მონტაჟდება კაბინა და ამწე მექანიზმები, იცვლება ელექტროსისტემა და ბაგირები.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 57 000 ლარი იხარჯება.
სამუშაოების მიმდინარეობას დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მიმდინარე წელს, დიდუბის რაიონის გამგეობამ საცხოვრებელ კორპუსებში 46 ამორტიზებული ლიფტის რეაბილიტაცია და ჩანაცვლების სამუშაოები განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა