დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მესამე კვარტლის №6 ა, ბ, გ და ვ კორპუსების მიმდებარედ, 2700 კვ.მ ფართობზე, მოსასვენებელი სივრცის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მესამე კვარტლის №6 ა, ბ, გ და ვ კორპუსების მიმდებარედ, 2700 კვ.მ ფართობზე, მოსასვენებელი სივრცის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მესამე კვარტლის №6 ა, ბ, გ და ვ კორპუსების მიმდებარედ, 2700 კვ.მ ფართობზე, მოსასვენებელი სივრცის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, მიმდინარეობს მოძველებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, თანამედროვე განათების სისტემა და საბავშვო სივრცეები. ასევე, განთავსდება საპარკო ინვენტარი, საჩრდილობელი და მაგიდის ტენისის სივრცე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 440 000 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი მოადგილესთან, ზურაბ უგულავასთან, გამგეობის წარმომადგენლებსა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა