დიდმა ბრიტანეთმა სასანქციო სიაში რუსეთში სამხედრო ტექნიკის ექსპორტიორები შეიყვანა

დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიას რუსეთში სამხედრო ტექნიკის ექსპორტიორები დაამატა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის სანქციების ახალ პაკეტში სამხედრო და ელექტრონული ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები, ბელარუსიდან, ჩინეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და უზბეკეთიდან მოხვდნენ.
დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში, ასევე, დან 31 ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა, რომლებიც თვითმფრინავების და რაკეტების წარმოებასთან და ძირითადი ელექტრონული კომპონენტების იმპორტთან არიან დაკავშირებულნი.
სანქციები შეეხო ოთხ იურიდიული პირს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომლებიც რუსეთს ნავთობზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.