დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა

გაერთიანებულმა სამეფომ ს ფედერაციის წინააღმდეგ 50 ახალი სანქცია დააწესა. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების სამიზნე ის ფიზიკური პირები და კომპანიები არიან, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის უკანონო ომს.
„სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც პუტინის შეიარაღებას ისეთი საბრძოლო მასალებით ამარაგებს, როგორიცაა რაკეტების გამშვები სისტემები, რაკეტები და ასაფეთქებელი ნივთიერებები. ახალი სანქციების სამიზნეს, ასევე, წარმოადგენს რუსეთის შემოსავლის ძირითადი წყაროები”, – აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
კერძოდ, ლონდონმა სანქციები დაუწესა რუსეთის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს: 14 ფიზიკურ პირსა და სუბიექტს, რომლებიც დაკავშირებული არიან ისეთი საბრძოლო მასალის წარმოებასთან, როგორიცაა რაკეტების გამშვები სისტემები, რაკეტები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და სამხედრო აღჭურვილობაში გამოყენებული სხვა მნიშვნელოვანი მასალები, ასევე, რუს იმპორტიორებსა და ჩარხების მწარმოებლებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავდაცვის სისტემებისა და კომპონენტების წარმოებაში, დაწყებული რაკეტებიდან და ძრავებიდან, დამთავრებული ტანკებით და მოიერიშე თვითმფრინავებით. ასევე, ალმასის მწარმოებელი ორ რუსულ კომპანიას, სპილენძის, თუთიის და ფოლადის მწარმოებლების ხუთ აღმასრულებელს ან მფლობელს და სხვა კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს.
სანქციების სიაში, ასევე, მოხდა სამი ჩინური კომპანია, ორი ბელარუსული, ერთი თურქული და ერთი კომპანია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.