დიდი 10 | 14:14 ხარები

crocobet დიდი 10-ის მერვე ტურის პირველ მატჩში, მოქმედმა ჩემპიონმა ‘ბათუმმა' და ბრინჯაოს მედალოსანმა რუსთავის ‘ხარებმა' გამარჯვებული ვერ გამოავლინეს და მიმდინარე სეზონში მეორე ფრე დააფიქსირეს – 14:14.
არენაზე“ სტუმრებმა პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარეს და 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. თამაში ‘ხარების' შეტევებით დაიწყო, მე-5 წუთზე მათ მოლი ააგორეს და გელა მახარაშვილმა ლელო გაიტანა. დავით მოძღვრიშვილის გარდასახვა ძელმა აისხლიტა, თუმცა მერე ჯარიმა გაიტანა და ‘ხარები' 8:0 დაწინაურდა.
მეორე ტაიმი 9 წუთის დაწყებული იყო როდესაც მოძღვრიშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა შეასრულა. ‘ბათუმმა' იქვე კარგი შეტევით უპასუხა და რომა მახათაძემ ლელო გაქვითა, ბუბა ნოზაძემ კი გარდასახა. ტაიმის შუაში მოძღვრიშვილმა ჯარიმით სტუმართა უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა. მასპინძლებმა ტემპს უმატეს, 65-ე წუთზე ხელდახელ შეუტიეს და გიორგი წიკლაურმა ლელო ძელებსშუა გაიტანა, ნოზაძემ კი გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და 14:14 დაფიქსირდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ბათუმის' ცენტრი კავეკინი ტაბუ გახდა.
RUGBY.GE
crocobet დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 ბათუმი
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!