„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები – გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად

გავაგრძელებთ ერთად მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად დაფინანსების ფართო სპექტრის ვარიანტების შემუშავებაზე, მათ შორის, ს სუვერენული აქტივების გამოყენებით – ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ მათი ქმედებები შეესაბამება შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოებს.
ფინანსთა მინისტრების განცხადებით, უკრაინის საკითხი „დიდი შვიდეულის“ დღის წესრიგის სათავეში საფრანგეთის თავმჯდომარეობის დროსაც უნდა შენარჩუნდეს.
გავაგრძელებთ ერთად მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად დაფინანსების ფართო სპექტრის ვარიანტების შემუშავებაზე, მათ შორის, ს სუვერენული აქტივების სრული ღირებულების პოტენციურად გამოყენებით, რომლებიც ჩვენს იურისდიქციებშია მობილიზებული რუსეთის მიერ რეპარაციების გადახდამდე, ომის დასასრულებლად და ში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელების კუთხით უკრაინის ხელისუფლების ვალდებულების მხარდაჭერას, კერძოდ, არაფორმალურობის წინააღმდეგ ბრძოლაში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და მმართველობის გაუმჯობესებაში, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების სექტორში. სხვა პარტნიორებთან ერთად, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პროგრამას. ჩვენ ასევე მზად ვართ გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშლება.
შევთანხმდით საერთაშორისო პარტნიორებთან „დიდი შვიდეულის“ კოორდინაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე და გავაგრძელებთ ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაძლიერებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – კორუფციის მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია, საქართველო მიტაცებული, კლეპტოკრატიული სახელმწიფოა – სამომავლოდ, კორუფციისგან გამოწვეული ზიანის ზრდაა მოსალოდნელი