„დიდი რვიანიდან“ რუსეთის გარიცხვა შეცდომა იყო – დონალდ ტრამპი

„დიდი რვიანიდან“ რუსეთის გარიცხვა შეცდომა იყო, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, კანადის პრემიერ-მინისტრთან, მარკ კარნისთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ადრე „დიდი შვიდეული“ „დიდი რვიანი“ იყო. ბარაქ ობამასა და ტრუდოს არ სურდათ, რომ ჯგუფში ყოფილიყო. ვიტყოდი, რომ ეს შეცდომა იყო, რადგან ვფიქრობ, ახლა ომი არ იქნებოდა, რომ წევრი იყოს და ოთხი წლის წინ ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, მხოლოდ მას ესაუბრება.
„პუტინი მე მესაუბრება, სხვას არავის. რადგან შეურაცხყოფილი იყო, როდესაც „დიდი რვიანიდან“ გარიცხეს. ის ობამასთან ერთად ტრუდომ გარიცხა, რომელმაც კიდევ ერთი ან ორი ადამიანი დაარწმუნა. ის მათთანაც კი არ საუბრობს, ვინც გარიცხა და მე მას ვეთანხმები“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა. (ინტერპრესნიუსი)