დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – სხდომას ყოფილი პრეზიდენტი დისტანციურად ესწრება

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას დისტანციურად ესწრება მიხეილ სააკაშვილი, ასევე ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშია.
დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. როგორც პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, მათ მოწმედ სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის ყოფილი უფროსი თემურ მღებრიშვილი ჰყავთ გამოძახებული, თუმცა, ის სამსახურებრივი მიზეზით სხდომაზე გამოცხადებას ვერ ახერხებს.
ბასილაიას თქმით, მღებრიშვილი პრემიერ-მინისტრის ბრძანებებს ასრულებდა და მის მიერ გაწეული ხარჯები ჯანაშიას მიერ გაწეულ ხარჯებს ჰგავს.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გვიმტკიცებენ, რომ საქართველო არის დაბალი ღობე და არ შეუძლია მიიღოს კანონები, რომლებსაც იღებენ ევროპის ქვეყნები – კანონიც არ უნდა მივიღოთ რევოლუციის წინააღმდეგ და თვითონ საკუთარი თავი უნდა დაიცვან რევოლუციებისგან