დიდი ბრიტანეთი ჩრდილო ატლანტიკასა და პოლარულ რეგიონებში საჰაერო ხომალდების გადამზიდების დამრტყმელ ჯგუფს განათავსებს – კირ სტარმერი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი ჩრდილო ატლანტიკასა და პოლარულ რეგიონებში საჰაერო ხომალდების გადამზიდების დამრტყმელ ჯგუფს განათავსებს.
მისივე თქმით, ჯგუფს HMS Prince of Wales (ავიამზიდი და სამეფო საზღვაო ძალების ფლოტის ფლაგმანი) უხელმძღვანელებს, რომელიც -სთან, კანადასთან და ნატო-ს სხვა მოკავშირეებთან ერთად იმოქმედებს.
„ეს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ჩვენი ერთგულების ძლიერი დემონსტრირებაა. სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ ჩვენს ბირთვულ თანამშრომლობას საფრანგეთთან. ათწლეულების განმავლობაში, დიდი ბრიტანეთი ევროპაში ერთადერთი ბირთვული ძალა იყო, რომელიც თავის შეკავების ძალას იყენებდა ნატო-ს ყველა წევრის დასაცავად“, – განაცხადა სტარმერმა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება