დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთსა და იტალიას ეწვევა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საფრანგეთსა და იტალიას ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფისი ავრცელებს.
„მაშინ, როცა საერთაშორისო უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევებს წინაშე ვიმყოფებით, ჩვენი პასუხი, ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, სიძლიერე და გამძლეობა უნდა იყოს“, – განაცხადა დევიდ კამერონმა.
დევიდ კამერონმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ღაზასა და უკრაინაში არსებული სიტუაციის განხილვას აპირებს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ემანუელ მაკრონსა და მის ფრანგ კოლეგას, კატრინ კოლონას შეხვდება. მოგვიანებით კი, შეხვედრას რომში იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ