რუსეთიდან უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა ისმის, – ასე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების დამტკიცებას.
„რუსეთიდან უპასუხისმგებლო რიტორიკა ისმის და ეს ჩვენ უკრაინის მხარდაჭერაში ხელს ვერ შეგვიშლის“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
ვლადიმერ პუტინის მიერ დამტკიცებული ახალი ბირთვული დოქტრინის თანახმად, აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ არაბირთვული სახელმწიფოს მიერ, ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერით, ერთობლივ თავდასხმად განიხილება.
„(პუტინს) კიდევ ერთხელ ვეტყვი: დაასრულე ომი, გადი უკრაინიდან“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
