დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სალომე ზურაბიშვილს მოუსმენენ

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სალომე ზურაბიშვილს მოუსმენენ, – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, მოხსენებას რუსული დეზინფორმაციის შესახებ გააკეთებს.
„სესიაზე დეზინფორმაცია რუსეთის ჩარევისა და საქართველოში ჩატარებული 2024 წლის ოქტომბრის სადავო არჩევნების კონტექსტში განიხილება“, – ნათქვამია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სესია სამშაბათს, 1 აპრილს, 14:00 საათზე (თბილისის დროით 17:00 საათზე) გაიმართება და მასში მონაწილეობას ვირტუალურ ფორმატში მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო