დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდეს

დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა -ის კონგრესს უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდეს.
„აშშ-ის სიძლიერისა და ძლევამოსილების გათვალისწინებით, ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ აშშ-ის კონგრესმა უკრაინის დახმარების პაკეტი ფინანსური, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სამხედრო თვალსაზრისით, უახლოეს თვეებში დაამტკიცოს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა.
დევიდ კამერონმა პოლონელ კოლეგასთან, სთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთს უკრაინის მხარდაჭერისთვის პოლიტიკური ნება აქვთ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებიც დაარწმუნონ.
„მინდა, რომ ეს წარმომადგენელთა პალატისა და პირადად სპიკერის, მაიკ ჯონსონის მიმართ ჩვენს ერთობლივ მიმართვად განიხილოთ, რათა უკრაინის დახმარების პაკეტი კენჭისყრაზე გაიტანონ. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება, რომელიც მთელ მსოფლიოში აშშ-ის მიმართ ნდობაზე გავლენას მოახდენს“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა უკრაინის, სა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის კანონპროექტი მიიღო. აქედან 61 მილიარდი დოლარი უკრაინისთვისაა განსაზღვრული.
კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, რომლის სპიკერმაც, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატა კანონპროექტს არ მიიღებს, რადგან იგი აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებების ნაწილს აღარ შეიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს