დიდთოვლობის გამო სატვირთო მანქანებში გათენებული ღამეები – 3-დღიანი უხვი ნალექი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება – სად არის შეფერხებული მოძრაობა

საქართველოში დიდთოვლობაა – უხვი ნალექს, ზვავსაშიშროებასა და ქარბუქს დაბალი ხილვადობაც ემატება. ამ მიზეზით, კობი-გუდაურის გზის 15-კილომეტრიან მონაკვეთზე, უკვე მესამე დღეა, გადაადგილება აკრძალულია. გაწმენდითი სამუშაოები შეფერხებებით, თუმცა მაინც მიმდინარეობს.
ინტენსიურად თოვს მაღალმთიან აჭარაშიც. ზოგიერთ წერტილში ნალექის სიმაღლემ ერთ მეტრს გადააჭარბა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დროისთვის ხულოში დენი ყველგან გათიშულია. ელექტროენერგია დღის ბოლომდე ეტაპობრივად უნდა აღდგეს.
უხვმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონშიც. წალენჯიხაში წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრომომარაგებისა და ინტერნეტის კაბელები. მუნიციპალიტეტის ნაწილი, მესამე დღეა, დენის გარეშეა დარჩენილი.
წალენჯიხის მსგავსად, ელექტროენერგიის პრობლემა დასავლეთ საქართველოს არაერთ მუნიციპალიტეტში შეიქმნა. დენი დაბა ხარაგაულის ნაწილსაც არ მიეწოდება. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ორდღიანი უხვი ნალექისა და გადაუღებელი თოვის გამო, გაწმენდითი სამუშაოებია დაწყებული სამცხე-ჯავახეთშიც. რეგიონის ორივე საზღვართან – თურქეთისა და სომხეთის მიმართულებით მიმოსვლა გახსნილია. რაც შეეხება წალკის მიმართულებას, გზები კვლავ გასაწმენდია. გადაადგილების შეზღუდვა კი, ისევ მოქმედებს.
თოვლმა პრობლემები შექმნა იმერეთშიც. ზვავსაშიშროების, ქარბუქის, დაბალი ხილვადობისა და ინტენსიური თოვის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ნაქერალას უღელტეხილზეც.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცმოძრაობას“ უნდა პროვოკაციების მოწყობა, საზოგადოებას მოვუწოდებ, იყვნენ ძალიან ფხიზლად, სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას, რათა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მივცეთ

დღეს, ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა არის განსაკუთრებულად ინტენსიური, თუმცა ვერც ადრე ახერხებდა ვერავინ ხალხის ნების სხვანაირად ფორმირებას და ვერც ახლა ექნება გარე ჩარევებს რაიმე სახის ეფექტი

27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებსაც ჰქონდათ ოცნება ერთიან საქართველოზე და დარწმუნებული ვარ, ეს ოცნება აუცილებლად ახდება

ვიღაცეები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე, მეორე ფრონტზე, მაგრამ არავის ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება