დიდთოვლობამ ნორვეგიის დედაქალაქში პრობლემები შექმნა – ოსლოში დროებით დაიხურა მთავარი აეროპორტი, ვერ ხერხდებოდა მატარებლების გადაადგილებაც

დიდთოვლობაა სკანდინავიაში – ძლიერმა ნალექმა ნორვეგიის დედაქალაქში პრობლემები შექმნა. ოსლოში დროებით დაიხურა მთავარი აეროპორტი და გადაიდო ფრენები, ქალაქის ცენტრიდან გარკვეული პერიოდი ვერ ხერხდებოდა მატარებლების გადაადგილებაც. ანალოგიური ვითარებაა ქვეყნის აღმოსავლეთშიც.
ნორვეგიის გარდა უამინდობაა ევროპის სხვა ქვეყნებშიც, გერმანიის ზოგიერთ რაიონში ყინვამ მოძრაობის შეფერხება გამოიწვია, გადაიდო ფრენები ფრანკფურტის აეროპორტშიც.
რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ოთხივე ნაწილში საგანგებო გაფრთხილებაა გამოცხადებული, სადაც შაბათ-კვირას ძლიერ შტორმს ელოდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება, რომ თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული. მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს

ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ის გლობალური პოლიტიკური რეჟიმი არ დამარცხდება, ვინც საქართველოში ეს მახრჩობელა სურო დაგვითესა. თაობები იცვლება, უცვლელი კი უნდა დარჩეს “ქართული სახელმწიფოს” იდეა