ოღონდ, ამ 29.5 მილიონი ლარიდან 14.4 მილიონი ლარი იმედის იყო– შარშანდელ III კვარტალთან შედარებით 8.8 მილიონი ლარით გაიზარდა იმედის შემოსავალი წელს. 4.6 მილიონი ლარით გაიზარდა რუსთავი 2–ის კომერციული შემოსავალი და ჯამურად 6.7 მილიონი ლარი შეადგინა. 1.5 მილიონით გაიზარდა “ჯიდიეს თივის“ შემოსავლები და 2.1 მილიონი ლარი შეადგინა. 0.5 მილიონი ლარით გაიზარდა პოსტვ–ს შემოსავლები და 1.9 მილიონი ლარი შეადგინა. ანუ 29.5 მილიონი ლარიდან 25.1 მილიონი ამ ოთხმა ქოცარხმა წაიღო. + ცოტა, 200 000 წაიღო საზმაუმ. ჯამში, 25.3 მილიონი. ყველა დანარჩენმა მესამე კვარტალში ვიარსებეთ 4.2 მილიონი ლარით.
რა ვიცი, იცოდეთ მაინც, რა შანსები გვაქვს რომ გადავრჩეთ. წესით არანაირი, მაგრამ ვეცდებით.




