დიახ, მე მოხუცი ვარ, მაგრამ ტრამპზე მხოლოდ სამი წლით ვარ უფროსი – ჯო ბაიდენი

· Homepage
· რეგიონები
· დიახ, მე მოხუცი ვარ, მაგრამ ტრამპზე მხოლოდ სამი წლით ვარ უფროსი – ჯო ბაიდენი
დიახ, მე მოხუცი ვარ, მაგრამ ტრამპზე მხოლოდ სამი წლით ვარ უფროსი – ჯო ბაიდენი
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან საუბარში აღნიშნა, რომ ის მოხუცია, თუმცა, მხოლოდ სამი წლით არის ტრამპზე უფროსი.
„დიახ, მე მოხუცი ვარ. მაგრამ, ერთის მხრივ, მე ტრამპზე მხოლოდ სამი წლით ვარ უფროსი, ხოლო მეორეს მხრივ, ჩემი გონებრივი სისხარტე საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. 3,5 წელიწადში მე იმაზე მეტი გავაკეთე, რასაც ნებისმიერი სხვა პრეზიდენტი გააკეთებდა დიდი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა ბაიდენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგ ადამიანს მისი ასაკის ეშინია და თქვა, რომ „ეს ლეგიტიმური კითხვაა“.
ჟურნალისტის კითხვაზე, ეკითხება თუ არა ის ვინმეს რჩევას, დარჩეს წინასაარჩევნო რბოლაში თუ არა, ბაიდენმა უპასუხა, რომ – მხოლოდ საკუთარ თავს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა