საქართველო ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირს „თრიალეთის თასი – 2025″-ს პირველად მასპინძლობს. საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა – დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა – სპორტულ ცეკვებში ჩემპიონობა იზეიმა.
მათ რითმულ ცეკვებში 80,35 ქულა დააგროვეს, თავისუფალ ცეკვაში – 123,04 ორი პროგრამის ჯამში კი 203,39 და „თრიალეთის თასი – 2025″-ის ჩემპიონები გახდნენ.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
