“დიაგონალი 13” – ოლეგ ტიმჩენკოს ექსპოზიციას დღეიდან 16 დეკემბრის ეროვნული გალერეა მასპინძლობს

დღეიდან ეროვნული გალერეა ქართველი მხატვრის ოლეგ ტიმჩენკოს ექსპოზიციას მასპინძლობს. მხატვარი ბავშვობიდან ცირკით იყო გატაცებული, წლების შემდეგ კი საკუთარი ემოციები ნამუშევრებში გადაიტანა.
ცირკის სამყარო, ერთდროულად იუმორითა და დრამატიზმითაა სავსეა. ოლეგ ტიმჩენკო ტილოზე დახატული პერსონაჟებით იმ სამყაროს შესახებ გვიყვება, რომელიც ბავშვობიდან იზიდავდა. მხატვარმა ცირკის სცენის მიღმა დარჩენილი ემოციები 64 ნახატში გააერთიანა. “დიაგონალი 13” – ექსპოზიციის სახელწოდება სიმბოლურია, რომელიც ცირკის არენის დიაგონალის სიგრძეს ზუსტად შეესაბამება.
ოლეგ ტიმჩენკო 90 -იანი წლების დასაწყისში არდული ჯგუფი “მე-10 სართულის” ერთ-ერთი დამფუძნებელია. იმ პერიოდში ქართველი აუდიტორიისთვის უცხო იყო არტისტული პერფორმანსები, აბსტრაქტული მხატვრობაც მხოლოდ დისიდენტურ პოზიციასთან ასოცირდებოდა. ოლეგ ტიმჩენკო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ქართულ ხელოვნებაში ახალი სიტყვა თქვა. მკვეთრი ფერებით, საკუთარი ხელწერითა და სიმბოლოებით დატვირთული ნამუშევრები რეალურ ისტორიებს ჰყვება.
ექსპოზიცია ეროვნული გალერეის ოთხ საგამოფენო დარბაზშია წარმოდგენილი. მხატვრის მიერ ტილოებზე გამოსახული პერსონაჟები დამთვალიერებელს ცირკის გმირებისა თუ ცხოველების ტრაგიკული ბედის შესახებ უამბობს.
გამოფენას, რომელიც დღეს გაიხსნა, სტუმარიც ბევრი ჰყავს. მათ შორის, ოლეგ ტიმჩენკოს მეგობრები, კოლეგები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან.
რომანტიკული, სიმბოლისტური და კონცეპტუალური პერფორმანსები ოლეგ ტიმჩენკოს ხელწერაა. ექსპოზიცია, რომელიც დამთვალიერებელს რეალურიდან აბსტრაქტულ სამყაროში ამოგზაურებს, ეროვნულ გალერეაში 16 დეკემბრის ჩათვლით დარჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ