დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყება: ომის გაჩაღებაში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ

„სამხრეთ ოსეთისთვის 2008 წლის აგვისტოს ტრაგედია, რომელსაც მოჰყვა ასობით მშვიდობიანი მოქალაქის, რუსი და ოსი სამშვიდობოების დაღუპვა და ათასობით მოქალაქის ტანჯვა, იყო და რჩება მოუშუშებელ ჭრილობად…” – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
ოკუპირებულ ცხინვალში მიაჩნიათ, რომ დრო გვიჩვენებს, „როგორ ზუსტად და გამჭვირვალედ მიუდგება დღევანდელი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას“.
„ეჭვგარეშეა, რომ დამნაშავეები, რომლებსაც სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში წილი მიუძღვით, რომლებმაც “სამხრეთ ოსეთში” შეჭრისა და მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ბრძანებები გასცეს, ისევე როგორც ოს ხალხთან მიმართებით გენოციდის აქტების, გენოციდის ჩადენაში მონაწილე პირები, უნდა დაისაჯონ.
… ჰეიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კომისიის მუშაობის შედეგები, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველო აგრესორია, აშკარაა. აშკარაა „სამხრეთ ოსეთის“ ხალხის არჩევანიც: ააშენონ დამოუკიდებელი სახელმწიფო, იბრძოლონ ურთიერთობების ყოვლისმომცველი განმტკიცებისაკენ, რომელიც არის მისი უსაფრთხოების გარანტი რუსეთთან და სხვა მეგობარ ქვეყნებთან. 2008 წლის აგვისტომ ნათლად აჩვენა, ვინ არის ოსი ხალხის მეგობარი და ვინ არის მტერი!” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გორში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა, რომ საჭიროა ოსებისთვის მობოდიშება.
ამ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ცოტა ხნის წინ ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თბილისს კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი გამოცხადებული განზრახვები და გარდაქმნას ისინი პრაქტიკულ ნაბიჯებად.
კომისიის შესახებ
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 9 იანვარს ისაუბრა. „ქართული ოცნების“ მიერ 5 თებერვალს კომისიისთვის განსაზღვრული მანდატით, შესასწავლი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებში ყოფნის პერიოდი. უფრო ზუსტად:
· საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეები;
· ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევები;
· კორუფციასა და ბიზნესზე ზეწოლა, მედიასაშუალებების მისაკუთრება;
· 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარება“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება“.
კომისია სამი თვის ვადით 5 თებერვალს შეიქმნა, რასაც მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა. კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს:
· „ქართული ოცნებიდან“ (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, , პაატა სალია;
· ოპოზიციის კვოტა აითვისეს „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლებმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.
ფორუმი