“დე ლაურენტისმა ჯუღელის მოთხოვნა გაითვალისწინა” – Corriere dello Sport-ი “ნაპოლისა” და “კვარას” მოლაპარაკებებზე წერს

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ს შეატყობინა, რომ “პარტენოპეი” ამ ზაფხულს მის გასხვისებას არ აპირებს.
ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, აურელიო “კვარას” ახალ ხელშეკრულებას სთავაზობს, სადაც გამოსასყიდი თანხაც იქნება მითითებული. წყაროს ცნობით, ხელშეკრულებაში აღნიშნული პუნქტის ჩადებას ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი მოითხოვდა.
გარდა ამისა, ქართველი შემტევის წლიური ხელფასი 5 მილიონი ევრო იქნება და ბონუსების გათვალისწინებით, 7 მილიონამდე გაიზრდება.
Corriere dello Sport-ი აღნიშნავს, რომ “კვარას” სანაცვლოდ “პარი სენ ჟერმენმა” “ნაპოლის” 110 მილიონი ევრო, თავად ფეხბურთელს კი ხელფასის სახით ყოველწლიურად
11 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა “კვარას” ამ ზაფხულს გასხვისებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, ხვიჩას “ნაპოლისთან” მიმდინარე კონტრაქტი 2027 წელს ეწურება.