დე ლაურენტისმა ფასი შეამცირა – “ნაპოლი” ოსიმენის გაყიდვას ცდილობს

“ნაპოლის” ამ ზაფხულს ვიქტორ ოსიმენის გაყიდვა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
წამყვანი ბრიტანული გამოცემის ცნობით, “ნაპოლი” ნიგერიელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს, აქამდე კი ოსიმენის მსურველ კლუბებს მისი გამოსასყიდი თანხა, 130 მილიონი ევრო უნდა გადაეხადათ.
გამოცემის ინფორმაციით, ოსიმენის დამატებით ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ლონდონის “ჩელსი” ინტერესდება, რადგან “არისტოკრატები” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფორვარდის ყიდვას გეგმავს.
გარდა “ჩელსისა”, ვიქტორის საკუთარ რიგებში ხილვა არაბულ კლუბებსაც სურთ, თუმცა ოსიმენისთვის პრიორიტეტული ვარიანტი პრემიერლიგაში გადაბარგებაა.