“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ შესაძლოა, ზაფხულში “ნაპოლი” ჩაიბაროს, ამის შესახებ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “როსონერის” ხელმძღვანელები პიოლის მუშაობით უკმაყოფილოები არიან და სეზონის დასრულების შემდეგ ანტონიო კონტეს მიწვევას გეგმავენ, ამით კი დე ლაურენტისმა ისარგებლა და სტეფანოსთან მოლაპარაკებები წამოიწყო.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა იტალიური პრესის მტკიცებით, “ნაპოლის” ამჟამინდელი თავკაცი ვალტერ მაცარი სეზონის ბოლოს გუნდს აუცილებლად დატოვებს.
პიოლიმ “როსონერი” 2019 წელს ჩაიბარა და “შავ-წითლებს” 2021/2022 წლების სეზონში 11 წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა.