იტალიურ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს. ფრანგული გამოცემა Sport.Fr-ის ცნობით, “კვარას” კარიერის გაგრძელება პსჟ-ში სურს, თუმცა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველზე უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებს.
შეგახსენებთ, Corriere dello Sport-ის ცნობით, “ნაპოლიმ” “კვარას” თაობაზე “პარი სენ ჟერმენისგან” მიღებული 110-მილიონიანი წინადადება უკვე იუარა.
ჯერჯერობით უცნობია კვლავ ეცდება თუ არა პარიზული კლუბი ქართველის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.
შეგახსენებთ, “პარტენოპეი” და ხვიჩა ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ აღწევენ.