GiveMeSport-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “სიტის” გუნდის ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი დატოვებს და MLS-ში გადაბარგდება.
მიუხედავად საუდის არაბეთის კლუბების ინტერესისა, ბელგიელს კარიერის გაგრძელება აშშ-ში სურს.
კევინის მიმართ ინტერესს “სან დიეგო” იჩენს, რომელიც MLS-ში აღზევდა და გუნდის ინვესტორი ახლახანს ხუან მატა გახდა.
საინტერესოა, რომ “სან დიეგომ” პსვ-იდან ირვინგ ლოსანოს ტრანსფერზე შეთანხმებას უკვე მიაღწია და მედიაში გავრცელებული ჭორების მიხიედვით, მოლაპარაკებებს ამჟამად თავისუფალ აგენტ სერხიო რამოსთანაც აწარმოებენ.
