დესტრუქციული ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მცირე ჯგუფი ვერ მოახერხებს არეულობას, საზოგადოების დიდი ნაწილი წინააღმდეგია არეულობის, სახელმწიფო გადატრიალების, ომიანობის

დესტრუქციული ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მცირე ჯგუფი ვერ მოახერხებს არეულობას, საზოგადოების დიდი ნაწილი წინააღმდეგია არეულობის, სახელმწიფო გადატრიალების, ომიანობის
სახელმწიფო, რა თქმა უნდა, არის მტკიცე, შეუვალი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ აპირებს არავითარი არეულობის მოთმენას და ვერავითარი არეულობა ვერ იქნება ვინმეს გეგმაში, თუმცა მათი ქცევა, განცხადებებით დაწყებული და განცხადებებზე დაფუძნებული ქცევები, არაერთ შემთხვევაში სავარაუდოდ, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა, როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ ასეთი პოლიტიკური განაცხადი სამართლებრივად, რისთვის ემზადება ოპოზიცია და რა სცენარისთვის არის მზად სახელმწიფო.
„ასე იყო მაგალითად, ბატონი ხაბეიშვილის შემთხვევაში. ახალგაზრდებს, იმ პატარა ჯგუფს, რომელიც ქუჩაში შემორჩა, მესმის, რომ რაღაცის სჯერათ, მაგრამ ისინი უნდა იყვნენ ფრთხილად, როდესაც განცხადებებს აკეთებენ, რადგან დამხობისკენ მოწოდება, დამხობის ორგანიზება, იქნება ეს მშვიდობიანი, თუ ნაკლებად მშვიდობიანი, ტერმინოლოგიის დონეზე, თუმცა დამხობა მშვიდობიანი არ არსებობს, რა თქმა უნდა, შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევაში სხვა გარემოებასთან ერთობლიობაში შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ, ახალგაზრდებს პირველ რიგში, სიფრთხილე ჰმართებთ და ბოლომდე ნუ მიენდობიან პოლიტიკოსებს, რომლებიც გაცვივდნენ, რომლებსაც ერთადერთი გეგმა აქვთ, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ისევ ის აკეთონ, რაც კომისიის დასკვნაშია მოყვანილი“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ვინც ჩამოტვირთავს პარლამენტის ვებგვერდიდან ჯერჯერობით, ელექტრონული სახით არსებულ დასკვნას, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის უკვე წიგნის სახით იქნება მზად და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება მატერიალური სახითაც, ნახავს ამ დასკვნაში, რომ არაერთი გვერდი ეთმობა „ვარდების რევოლუციის“ პერიოდს.
„ამ გვერდებს როდესაც წაიკითხავთ, მიუხედავად იმისა, რა შეიძლება, გვახსოვდეს და ვიცოდეთ, პროცესი, რაც ვითარდება 2012 წლიდან დღემდე, ერთი-ერთში ემთხვევა იმ გეგმებსა და სცენარებს, რაც განვითარდა „ვარდების რევოლუციის“ დროს და, რომელიც ამ დასკვნაში დახასიათებულია, როგორც გადატრიალება და არა როგორც რევოლუცია. ეს დასკვნა ამითაც არის პირადად ჩემთვის ღირებული, რომ ამ დასკვნით ფაქტებზე დაფუძნებით ვაჩვენეთ, რომ „“ იყო სახელმწიფო გადატრიალება“, – განაცხადა წულუკიანმა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, 4 ოქტომბერს ოპოზიციის ნაწილის გეგმებსაც რომ თავი დავანებოთ, ამ დასკვნაში აღწერილია რევოლუციისა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის, სულ მცირე, რვა მცდელობა.
„ეს ყველაფერი აღწერილია ფაქტებით, მოქმედებებით და მტკიცებულებებით. შესაბამისად, ჩვენ 4 ოქტომბრამდე პერიოდში ვიმყოფებით იმავე სცენარის პირობებში. ეს არის მათი სურვილი და სცენარი, მაგრამ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამას არ დაუშვებს და ეს უბრალოდ, ვერ მოხდება. სახელმწიფო არის შეუვალი და უფრო მტკიცე, ვიდრე 2003 წელს იყო; ჩვენ იმ შევარდნაძის გამოცდილებაც გვაქვს, რომელმაც დაუშვა შეცდომები და ამ დასკვნაში წერია მისი ციტატები, სადაც ის ამბობს, რომ როდესაც მიხვდა, რომ უნდა გადადგეს, მან დაუშვა შეცდომები. ის ამბობს ამას და იმ ვიდეო არქივში, რომელიც ამ დასკვნას დანართად აქვს, მისი ინტერვიუც არის, როდესაც ის დილით ამბობს, რომ ნამდვილად არ დაუთმობს ამ სახელმწიფო გადატრიალებას, მერე მოვლენები ვითარდება და საღამოს ის ამბობს, რომ მან ბევრი წლის განმავლობაში შეცდომა დაუშვა და ამბობს – „მე ესენი გავათავხედე“.
ჩვენ არ ვაპირებთ არავის გათავხედებას. დღეს უფრო ძლიერია სახელმწიფო, ვიდრე ვთქვათ, 5-6 წლის წინ და არავისზე რომ არ ვთქვა, ჩემ თავზე ვიტყვი, რომ დავასრულეთ ზოგიერთი ელჩის დაკრულზე ცეკვა. ეს ჩვენ ვერ შევძელით მანამდე, პირველ წლებში სახელმწიფო მმართველობის დროს, მაგრამ ეს ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია, რადგან გავძლიერდით, ბევრი გამოცდილება მივიღეთ და რეალურად, ვერაფერი ვერ მოხდება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მიზეზი, რის გამოც დესტრუქციული ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მცირე ჯგუფი ვერ მოახერხებს არეულობას. მთავარი არის აქ ის, რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არის წინააღმდეგი არეულობის, სახელმწიფო გადატრიალების, ომიანობის, სისხლის ღვრის და დესტაბილიზაციის. სწორედ მათი ნების შესაბამისად იქცევა სახელმწიფო, რომელსაც პლუს, უკვე აქვს ამის უნარი და გამოცდილება. შესაბამისად, ამ სხვადასხვა ფაქტორის თანხვედრა, რაც სახეზეა, უბრალოდ გამორიცხავს არეულობას, მეორე მხარეს თუ ლოგიკა შერჩენია; თან, ვინც რუსთავში ბრძანდება, მათ მეტი ფიქრის დრო და სიმშვიდეც აქვთ, რომ 5 ოქტომბერი განწირულია მარცხისთვის. რა თქმა უნდა, მე მათზე ვერ ვინერვიულებ, მაგრამ თეორიულად, პოლიტიკურად და პოლიტოლოგიურად თუ შევხედავთ ამ პროცესებს, ძალიან სანერვიულოა, რას უპასუხებენ ისინი 5 ოქტომბერს იმ საკუთარ მომხრეებს, ვინც შემორჩათ. იმიტომ, რომ ისინი ძალიან მძიმე დაპირებებს დებენ, რომლებსაც აღსრულება არ უწერია“, – განაცხადა წულუკიანმა

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები