“დეპუტატი, თანამდებობის პირი თავს არავის ესხმის” – რა კომენტარს აკეთებს კახი კალაძე

კახი კალაძემ აბუ-დაბიში, “ქართული ოცნების” დეპუტატებთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა:

“დეპუტატი, თანამდებობის პირი თავს არავის ესხმის. რა თქმა უნდა, ვნახე ვიდეოკადრები და არავის ეპატიება არც სიტყვიერი შეურაცხყოფა, არც ფიზიკური. ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი, თავს დასხმოდა მოქალაქეს. არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას. ძალადობა, ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია და ამაზე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც შეურაცხყოფა ხდება, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება. თქვენ ცდილობთ, დანერგოთ ტენდენცია, რომ თუ ადამიანი არის თანამდებობის პირი, მიდის ვიღაც, აყენებს შეურაცხყოფას, მან კი თავი უნდა დახაროს და წავიდეს. ეს ვერ მოხდება. ძალადობას ყოველთვის გაეცემა შესაბამისი პასუხი” – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოზარ სუბარი სააკაშვილის რეჟიმის დროს ხონში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაზე: აქ ყოფნა პატიმრებისთვის (ცემის გარეშეც) წამება იყო, მითუმეტეს, ცემის თანხლებით, რომლის შედეგადაც დაავადებულები გამოდიოდნენ და მთელ ცხოვრებას შერყეული ჯანმრთელობით ატარებენ

ბოლოდროინდელი მოვლენები გვაჩვენებს, რომ ჰენრი კისინჯერის ფრაზა “ამერიკის მტრობა შეიძლება საშიში იყოს, მაგრამ იყო ამერიკის მეგობრობა – საბედისწერო”, ზედგამოჭრილი აღმოჩნდა საქართველოსთვის, ამ “მოცემულობის” ჩვენთვის რაიმე დადებითი კუთხით ცვლილების ნიშანწყალიც კი არ ჩანს უახლოეს პერსპექტივაში