დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები ბელარუსში

ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, ხელისუფლებამ ოკუპირებული უკრაინიდან ახლახან ჩასული უკრაინელი ბავშვების ჯგუფი გააგზავნა ბელარუსის სამხედროებთან ერთად, რათა მათ ისწავლონ ხანძრის შემთხვევაში ევაკუაცია. 10 იანვრის განცხადებაში საუბარია 35 ბავშვზე, რომლებიც ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან ბელარუსის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მოგილევში იმყოფებოდნენ.
და ბელარუსის ოპოზიცია ამტკიცებენ, რომ მოსკოვს და მის მოკავშირე მინსკს უკრაინელი ბავშვები მასობრივად გადაჰყავთ რუსეთში და ბელარუსში, სადაც პრორუსულ პროპაგანდაში მონაწილეობით, არასრულწლოვანი უკრაინელების ინდოქტრინაციას ეწევიან.
ტელეკომპანიის “ბელარუს-1” ცნობით, ბავშვები მოგილევიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ გადაიყვანა და ისინი ახლა სანატორიუმში იმყოფებიან.
სამხედრო მოსამსახურეები “ბავშვებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ექსტრემალურ სიტუაციებში” – აცხადებს ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზია, რომელსაც მთავრობა აკონტროლებს. კადრებში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, რუს ბავშვებს აცვიათ ტანსაცმელი, რომლის სახელოზეც რუსული დროშაა ჩაქსოვილი.
იელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, 6-დან 17 წლამდე ასაკის 2 400-ზე მეტი უკრაინელი ბავშვია ჩაყვანილი ბელარუსში უკრაინის ოთხი სხვადასხვა რეგიონიდან. ბელარუსის ოპოზიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდებს, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და მისი მთავრობის ოფიციალური პირები პასუხისგებაში გადასცეს, უკრაინელი ბავშვების ბელორუსში უკანონო გადაყვანაში მონაწილეობის გამო.