დენის შმიგალი: უკრაინის ბიუჯეტის ხარჯებმა შემოსავალს რეკორდულად გადააჭარბა

უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება შემოსავლებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური დახმარების გარეშე, ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჩვენი ფინანსური თვითკმარობა, ჯერ კიდევ ძალიან გვჭირდება ჩვენი მოკავშირეების საბიუჯეტო დახმარება“, – განაცხადა შმიგალმა მთავრობის სხდომაზე. 

მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველ 2 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის საერთო ფონდიდან გაწეულმა ხარჯებმა 424 მილიარდი უკრაინული გრივნა შეადგინა.