დენის შმიგალი – რუსეთის მასიური თავდასხმის შედეგად უკრაინის 15 ოლქი დაზარალდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთის ფედერაციის მიერ დღეს განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად უკრაინის 15 ოლქი დაზარალდა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
„რუსეთის მიერ დღეს განხორციელებული მასიური თავდასხმის შედეგად 15 ოლქი დაზიანდა. მტერმა სხვადასხვა ტიპის იარაღი გამოიყენა: უპილოტო საფრენი აპარატები, ფრთოსანი რაკეტები, „კინჯალები“ – არიან დაშავებულები და დაღუპულები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს და მეგობრებს“, – აღნიშნა შიგალმა.
მისი თქმით, უკრაინის ქალაქების ბარბაროსული დაბომბვის შესაჩერებლად აუცილებელია იმის განადგურება, საიდანაც რუსულ რაკეტებს უშვებენ.
„ამისთვის საჭიროა შორ მანძილზე მოქმედი იარაღი და ნებართვა პარტნიორებისგან, რომ გამოიყენოს ისინი რუსული სამიზნეების წინააღმდეგ. უკრაინის მთავრობა მოკავშირეების მხარდაჭერის იმედი აქვს“, – აღნიშნა შმიგალმა.
ამასთან, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ მტრის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული სექტორი გახდა და სიტუაცია რთულია.
„სიტუაცია რთულია, მიმდინარეობს თავდასხმების შედეგების დადგენა, ენერგეტიკის მუშაკები უკვე მუშაობენ მათ აღმოსაფხვრელად“, – აღნიშნა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო