დენის შმიგალი – პოლონელ მაღალჩინოსნებთან საზღვარზე შეხვედრა არ შედგა – 1 თვის წინ შევთანხმდით, რომ საზღვრის ბლოკირება ჩვენს ქვეყნებს ავნებს, 1 თვე გავიდა და ამ წერტილში დავბრუნდით, ოღონდ ახლა ღია პროვოკაციებს ვხედავთ

პოლონელ მაღალჩინოსნებთან საზღვარზე შეხვედრა არ შედგა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი „ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინული დელეგაცია 23 თებერვალს პოლონეთთან საზღვარზე მივიდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა მ ვარშავას „შეთანხმება და კომპრომისის პოვნა” შესთავაზა საზღვრის ბლოკადასთან დაკავშირებით.
უკრაინულ მხარეს შმიგალის გარდა წარმოადგენდნენ ვიცე-პრემიერები ოლგა სტეფანიშინა და ალექსანდრ კუბრაკოვი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრი მიკოლა სოლსკი, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის მინისტრების მოადგილეები და სახელმწიფო სასაზღვრო და საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელები.
„ერთი თვის წინ კიევში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა იმაზე ისაუბრა, რომ პოლონეთი უკრაინის ყველაზე სანდო, ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა ბოროტებასთან ამ სასიკვდილო ბრძოლაში.
ერთი თვის წინ, ჩვენ შევთანხმდით, რომ საზღვრის ბლოკირება ჩვენს ქვეყნებს ავნებს და მნიშვნელოვანია ასეთი ინციდენტების თავიდან აცილება.
ერთი თვე გავიდა და კვლავ ამ წერტილში დავბრუნდით. ოღონდ ახლა ღია პროვოკაციებს ვხედავთ.
უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთის ხელმძღვანელობას მოლაპარაკებებისთვისა და კომპრომისის პოვნისთვის პლატფორმა შესთავაზა. აქ, საზღვარზე. როგორც თანაბარ პარტნიორებსა და მოკავშირეებს.
მაგრამ, სამწუხაროდ, პოლონელ მაღალჩინოსნებთან ასეთი შეხვედრა დღეს ვერ შედგა,” – წერს შმიგალი.

ასევე დაგაინტერესებთ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ

სალომე ქურასბედიანი – წარმოუდგენელია, რომ ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა, ეს მიდგომაც ნათლად მეტყველებს ე. წ. ობიექტურობაზე

სალომე ქურასბედიანი – ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ და პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივად არასწორ ფაქტობრივ ინფორმაციას

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი – საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, შეასრულონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად