დენის შმიგალი – პოლონეთის საზღვართან ბლოკადის მოხსნის მხრივ პროგრესი ნამდვილად გვაქვს

პოლონეთის საზღვართან ბლოკადის მოხსნის მხრივ პროგრესი ნამდვილად გვაქვს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა უკრაინულ-პოლონური სამთავრობო კონსულტაციების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად გვაქვს პროგრესი ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით, მთავარია – ყველა კრიტიკული საკითხის მოგვარება, რომლებსაც ასეთ ბლოკადებამდე მივყავართ”, – განაცხადა შმიგალმა.
მან აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხების მოგვარების გეგმა სრულდება, თუნდაც ისე სწრაფად არა, როგორც უკრაინულ მხარეს სურს.
“ერთმნიშვნელოვნად გვაქვს პოზიტიური ტენდენციები და პოზიტიური დინამიკა, მნიშვნელოვანია ეს დინამიკა შევინარჩუნოთ და სვლა გავაგრძელოთ”, – დასძინა მან.
ცნობისთვის, აქამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ და ვარშავა სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: გპირდებით, რომ კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას და სააკაშვილს ამ ქვეყანას არცერთ შემთხვევაში არ დავუთმობთ – „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 60%-მდეა, ამიტომ ოპოზიცია რევოლუციას ვერ მოაწყობს